მხარის ზოგადი დახასიათება:
ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სათავადო წარმოიშვა XV ს. დასაწყისში მდ. ლიახვის შუა და ზემო წელზე, აჩაბეთის ხევში.
ეკლესიურად ექვემდებარებოდა ნიქოზის საეპისკოპოს. ს-ს სამხრენაწილის ეკონომიკა ეყრდნობოდა სარწყავ მიწათმოქმედებას, ხეობის ზემო წელზე მიდევდნენ მემინდვრეობას (ითესებოდა ქერი), განვითარებული იყო მესაქონლეობა.
ს-ს ჩამოყალიბება და ტერტორის გაფართოება დაკავშირებული იყო მეფის ხელისუფლების წინააღმდეგობის დაძლევასთან. ს-ს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ქსნის საერისთავო, სამხრეთიდან ფავლენიშვილთა და ამილახვართა მამულები, სამხრეთ-დასავლეთით საყაფლანიშვილო, ჩრდილო-დასავლეთით_ რაჭის საერისთავო.
ჩრდილოეთით მაჩაბელთა ძალაუფლება დვალეთამდე აღწევდა. XV ს-ში მაჩაბელთა მებეგრეა დვალეთის ერთ-ერთი ხეობის _ ჟღელეს _ სოფლები, ხოლო XVII ს.-ის დამლევს _ ზროგოს ხეობის სოფლები.
ს. გაუქმდა 1850წ-ს., როდესაც მაჩაბელსა და ყმა ოსებს შორის გამწვავებული კლასობრივი ბრძოლის გამო სენატის დადგენილებით მაჩაბელთა 2000 კომლი ყმა სახაზინო უწყებას გადაეცა.
ოსური _ ხაბიზგინი გასხვავებულია შიგთავსით სხვა ხაჭაპურებისაგან. მისი გული მზადდება ერთიმესამედი კარტოფილისა და ორიმესამედი ყველის ნარევისაგან.ოსური ხაჭაპური უგემრიელესია.